понедельник, 22 октября 2018 г.

მეცხრე დღე

ტრენინგი „პროექტებით სწავლება“ იყო ძალიან საინტერესო, სადაც გავეცანი ელექტრონულ წიგნს, რომელშიც მოცემულია ბევრი საინტერესო მასალა, გავეცანით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, ძალიან საინტერესო იყო პუბლიკაციის შექმნა, ბუკლეტების გაკეთება. გავეცანით შეფასების რუბრიკებს, პრეზენტაციის გეგმის შაბლონს. გავეცანით საავტორო უფლებებს ვიუვერის საშუალებით მოვამზადეთ ბროშურის შაბლონი.
მეცხრე დრე იყო ძალიან ამაღელვებელი, რადგან უნდა წარმოგვედგინა ჩვენს მიერ მომზადებული პროექტის პრეზენტაციები. მოვისმინეთ ყველა პროექტის პრეზენტაცია, რომელიც იყო ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი.
ზოგადად ასეთი პროექტები გვეხმარება მოსწავლეებთან თანამშრომლობაში.

ტრენინგი -ინტელის ძირითადი კურსი „პროექტებით სწავლება და ისტ-ის ინტეგრირება ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო. ტრენინგზე შესწავლილი ყველა მასალა სამომავლოდ დამეხმარება მეტად საინტერესო აქტივობების დაგეგმვაში, როგორც საგაკვეთილო, ასევე არასაგაკვეთილო პროცესში, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეების უკეთ განვიტარებაში, თანამშრომლობისა და კომუნიკაციის უნარის განვიტარებაში.

ტრენინგის დადებით მხარედ განსაკუთრებით   გამოვყოფდი ჩვენს ტრენერს - თეიმურაზ სახელაშვილს, რომელიც მთელი ტრენინგის განმავლობაში ცდილობდა ყველასათვის მარტივად, სასიამოვნოდ და პოზიტიურად მოეწოდებინა ჩვენთვის ტრენინგის მასალები.

მადლობა ჩვენს პოზიტიურ ტრენერს - თეიმურაზ სახელაშვილს.

воскресенье, 21 октября 2018 г.

მერვე დღე

ტრენინგის თემა იყო დიფერენცირებული სწავლება. შევარჩიეთ აქტივობები ცპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის, აგრეთვე განსაკუთრებული ნიჭის მქონე და არაქართულენოვანი მოსწავლეებისათვის შევარჩიეთ სასწავლო პროექტისთვის საწირო რესურსები. დავალაგეთ ჩვენი საქაღალდე და ზედმეტი ფაილებისგან გავათავისუფლეთ. ჩვენს ბლოგზე დავაკოპირეთ  და ავტვირთეთ სასწავლო პროექტის მისამართი. საშინაო დავალებად მოგვეცა სასწავლო პროექტის დასრულება და მისი პრეზენტაციის სახით წარდგენა. 

суббота, 20 октября 2018 г.

დღე მეშვიდე

ტრენინგის მეშვიდე დღე დაიწყო საშინაო დავალების შემოწმებით.
გავეცანით შეფასების რუბრიკებს:
განმავითარებელი შეფასება.
მოსწავლეთა საჭიროების შეფასება.
პორტფოლიოს რუბრიკის შეფასება.
პრეზენტაციის შეფასების ჩეკლისტი.
ბროშურის შეფასების ჩეკლისტი.
შევავსეთ განმავითარებელი შეფასების ფორმა, რაც დაგვეხმარა პროექტის გეგმის კრიტიკულ გააზრებასა და კორექტირებაში.
პროექტის გეგმის შესაბამის ნაწილში შევიტანეთ შეფასების მოკლე მონახაზი.
პროექტში შევავსეთ პროექტის გეგმის პუნქტი- წინარე ცოდნა.


понедельник, 15 октября 2018 г.

დღე მეექვსე

დღე მეექვსე დაიწყო საშინაო დავალებიშ გამოკითხვით. განვიხილეთ პრეზენტაციის შაბლონი, დავწერეთ მოსწავლეებისათვის შესავსები კითხვები. დოკუმენტებში მოთავსებული პრეზენტაციის შაბლონი წავშალეთ და ავტვირთეთ გამზადებული. გაზეთის შაბლონი დავარედაქტირეთ და ხელახლა ავტვირთეთ. აგრეთვე შევასწორეთ ბროშურის შაბლონი და ისიც ავტვირთეთ.
გადავედით ბლოგზე , დავამატეთ ახალი გვერდები, დავასათაურეთ და დავდეთ მთავარ გვერდზე, შევუცვალეთ  დიზაინი.
საშინაო დავალება მოგვეცა ბავშვის თვალით დანახული პრეზენტაციის შაბლონის შევსება. ავტვირთავთ საქაღალდეში. სასწავლო პროცედურების გრაფაში უნდა ჩავშალოთ პროექტის იდეების მიწოდების გზები. 

воскресенье, 14 октября 2018 г.

დღე მეხუთე

ტრენინგის მეხუთე დღეს გავეცანით ერთმანეთის პრეზენტაციას. შემდეგ ავირჩიეთ პრეზენტაციის  დიზაინი და ავტვირთეთ ჩვენს ბლოგზე. youTube-ზე მოვიძიეთ ვიდეო კლიპი რომელიც შეესაბამებოდა ჩემს თემას. ვისწავლეთ დროის მართვა დაკოპირებული მისამართი ავტვირთე ჩემს ბლოგზე და მივაბი ჩემს პრეზენტაციას. გავეცანი საავტორო უფლებებს პროგრამა viewer-ის საშუალებით. შევავსეთ საავტორო უფლებეის შაბლონი.
ტრენინგი დამთავრდა საშინაო დავალების მოცემით „საავტორო უფლებების ქაოსის წაკითხვა.

პროექტი

суббота, 13 октября 2018 г.

დღე მეოთხე

ტრენინგი დავიწყეთ გონებრივი იერიშით. გავეცანით მოსწავლეთა დაწყვილების მეთოდებს და ავირჩევთ ერთ-ერთს, რომელიც უფრო მისაგები იყო და შევიტანეთ გეგმის სახით. აუცილებელი იყო გახსენება იმისა, თუ რა მეთოდებს გამოვიყენებდი მოსწავლეთა საჭიროების დადგენისას.
 გავეცანით რუბრიკას: „კავშირი, დაკვირვება, ინტერესი“. შევისწავლეთ დროში გაწერილი  შეფასების გეგმის აქტივობა, ასევე პრეზენტაცია. გავეცანით პრეზენტაციის გეგმის შაბლონს.
ტრენინგი დასრულდა საშინაო დავალების გაცნობით.